ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა,- ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი" წერს.
პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა. მათ აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი - ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება გრძელდება და როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.