მხატვარი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:
„ამ სკვერის განახლებას, „ღრმაღელის" მეტროსთან მე ვკურატორობდი ნაძალადევის გამგეობიდან...
ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ ვაკეთებდით..
კონტრაქტორი ფირმა „გაწამებული" მყავდა...
ორჯერ, სამჯერ უწევდათ ერთი და იმავეს გაკეთება!
ეს ის სკვერია, ადრე რომ ვწერდი, 8 კვადრატი ფილა სათითაოდ დამტვრეული რომ დაგვხვდა!
მოსახლეობამ დასრულებიდან 2 თვეში დედა უტირა ყველაფერს!
მერე ვიღაც, ამის გამანადგურებელი, გულზე მჯიღის ცემით საქართველოს სადღეგრძელოს დალევს!..." - წერს დუღაშვილი.