მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის" მაღაზიაში კრიმინალური პოლიცია მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. რა არის წაღებული მაღაზიიდან, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მყოფილი კრიმინალისტები კომენტარს არ აკეთებენ.