საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.