logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

14 იანვარი. 2018. 11:11



შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987  წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK"-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner