logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა
- +

14 იანვარი. 2018. 11:59



შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5  მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია  სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა.

 

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner