Facebook-მომხმარებელი ირა გერგედავა საკუთარ გვერდზე ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის ინიციატივას, ივანიშვილის ანგარიშების გაყინვის თაობაზე გამოეხმაურა.
„ძალიან კომპეტენტურად მეჩვენება ცნობილი მასხარა პოლიტიკოსის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კონგრესმენისათვის და კეზერაშვილის იარაღის ბიზნესის გამო რომ იყო ჩამოსული მთელი ამერიკის სპეცსამსახურები, ვინმეს ჰგონია, რომ არ გვახსოვს?
რატომ მიშაზე და კეზერაზე არ მოითხოვენ ანგარიშების დაყადაღებას?.. ბიძინას რომ დაეტაკნენ, რა უნდათ?! მისთვის შეზღუდვების დაწესება უამრავი ადამიანისთვის სასიკეთო პროექტების შეჩერებას ნიშნავს. მიშასთვის დაყადაღებას კი ანტიქართული საქმიანობის შეჩერება მოჰყვება მხოლოდ!
მიშას უტვინო დამქაშების პარპაში როდის უნდა დამთავრდეს?" წერს ირა გერგედავა.