თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს ანკარადან ასრულებდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარია განიცადა.
Haberturk-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ყველა მგზავრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტრაბზონის აეროპორტში წვიმდა და ნისლი იყო.
თვითმფრინავში 164 ადამიანი იმყოფებოდა.