პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა რყევა ადგილობრივი დროით 04:18 საათზე აკარას დასახლებული პუნქტიდან 31 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებზე არ გავრცელებულა.
პერუს სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.