logo_geo
eng_logo
პუტინმა ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა
- +

14 იანვარი. 2018. 16:12



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას, ლენინის მავზოლეუმი და მისი ნეშტი კი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემა Вести недели-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ფილმის „ვალაამის" შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

 

„ლენინი მავზოლეუმში დაასვენეს. რით განსხვავდება ეს წმინდანთა ნაწილებისგან? როდესაც მეუბნებიან, რომ ქრისტიანობას ასეთი ტრადიცია არ აქვს, არ არის მართალი. როგორ არ აქვს. ათონის მთაზე გაემგზავრეთ, ნახეთ იქ წმინდანთა ნაწილები. აი ჩვენ კი აქ გვაქვს წმინდა ნაწილები," - განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კომუნიზმის იდეოლოგია, რომელიც საბჭოთა კავშირში ააშენეს, ძალიან ჰგავს ქრისტიანობას.

 

„თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა - ეს ყველაფერი წმინდა წერილში წერია. და რა არის კომუნიზმის მშენებლობის კოდექსი? ეს ბიბლიის უბრალო, პრიმიტიული ფორმაა. აქ ახალი არაფერია," - დასძინა პუტინმა.


ფილმი „ვალაამი" ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ანდრეი კონდრაშოვმა გადაიღო. ეს ფილმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზეა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner