logo_geo
eng_logo
პერუში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი
- +

14 იანვარი. 2018. 19:33



პერუს ერთ-ერთ შტატში, დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მონისა მესამ განაცხადა.


პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრიც არეკიპას რეგიონში, პროვინცია კარაველიში 10 მეტრის სიღრმეში იყო.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაშავდა. ადგილობრივი ინტერნეტპორტალის ცნობით, დაკარგული ადამიანები არეკიპას დეპარტამენტში, ჩაპარას რაიონში, შახტაში მუშაობდნენ. ჯანდაცვის მინისტრის, აბელ სალინას ცნობით, დაკარგული მეშახტეების მოსაძებნად შახტისკენ 50 მაშველი მიემგზავრება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner