იაპონური სარკინიგზო კომპანია „სეიბუ" ახალი უხილავი მატარებლის გამოშვებას მათი დაარსების ასი წლისთავისთვის გეგმავს. ეს იქნება მატარებელი, რომელიც იქნება თითქმის უხილავი და მაქსიმალურად შერწყმული ბუნებასთან.
მატარებლის დიზაინზე ცნობილი დიზაინერი კაზუიო სეჯიმა მუშაობს. „მატარებელი გადის სხვადასხვა გასაოცარ ლანდშაფტს ჩიჩიბუს მთებიდან ტოკიოს ცენტრამდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ მატარებელი შეერწყმება ბუნების პეიზაჟებს", - ამბობს სეჯიმა.
„სეიბუს" ჯგუფი იმედოვნებს, რომ ინოვაციური „უხილავი" მატარებელი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ მათი წლისთავის აღნიშვნის გზა.
„ეს იქნება ჩქაროსნული მატარებელი ყველასთვის, სადაც იქნება გამოყოფილი ოთახებიც მათთვის, ვისაც სურს, რომ მგზავრობისას სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ხალხი ერთად მოიყრის თავს", - ამბობს კომპანია „სეიბუს" ჯგუფი.
აღნიშნული მატარებლის გამოსვლა 2018 წლისათვის იგეგმება.