მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
ასევე, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის მხარდასაჭერად მომზადებულ მანიფესტზე 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.