logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძეს პირადი დოკუმენტები ჩამოერთმევა
- +

15 იანვარი. 2018. 14:43



ოთარ აბესაძე გათავისუფლების შემდეგ ვალდებულია სასამართლოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩააბაროს. როგორც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, გირაოს გარდა მოსამართლემ მიმალვის საფრთხის შესამცირებლად დამატებითი ღონისძიებებიც გამოიყენა.


ადვოკატის შეფასებით, მოსამართლემ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა, „ვინაიდან ამის სრულ საფუძველს ექსპერტიზის დასკვნა იძლეოდა".


მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.


აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner