logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურატურა გიორგი გოგაძის იური ლუცენკოსთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს
- +

15 იანვარი. 2018. 15:43


 

„საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.


„საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა.

 

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

 

საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner