logo_geo
eng_logo
გუდაური-კობის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია
- +

15 იანვარი. 2018. 16:46


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.


შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ზვავსაშიშროების გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner