logo_geo
eng_logo
რუსთავში მოკლული სოსო ქუთათელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
- +

15 იანვარი. 2018. 21:13



რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ბაზრის კიდევ ერთი მეწილე, რომლის თქმით, მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მისთვის უცნობია, რა მოხდა.


„ის იყო ჩემი მეგობარი. გავიგე, რომ დაიღუპა და წამოვედი. დილით ერთად ვიყავით. კარგ განწყობაზე იყო. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. არ ვიცი, რა მოხდა. შიგნით შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ", - განაცხადა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ.


ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner