logo_geo
eng_logo
NATO შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს
- +

23 აპრილი. 2016. 11:49



NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სოფიაში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს.



ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან, ინტენსიურად მიმდინარეობს და გეგმა შესაძლოა, უკვე ივლისში განხორციელდეს, როდესაც ლიდერები NATO-ს სამიტზე შეიკრიბებიან.



გენერალური მდივნის მოადგილის აზრით, შავ ზღვაში რუსეთის სტრატეგია თვითდამკვიდრების გლობალური ძალისხმევის ნაწილია, თუმცა NATO არ მისცემს რუსეთს საშუალებას, უგულებელყოს ის პრინციპები, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner