logo_geo
eng_logo
ლონდონში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა
- +

15 იანვარი. 2018. 22:45



ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართული საეკლესიო გუნდი ბრიტანული აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ასევე, ქართული ტაძრის მეგობარმა ანსამბლებმაც მიიღეს კონცერტში მონაწილეობა.


ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და  ქართული კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციისათვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


აღნიშნული კონცერტი, ბრიტანეთში არსებული ქართული ეკლესიის ორგანიზებით ჩატარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner