logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: სტრუქტურული რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუროკრატიის შემცირებაა!
- +

15 იანვარი. 2018. 23:36


 

„სტრუქტურული რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუროკრატიის შემცირებაა", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად". როგორც ხმალაძემ აღნიშნა, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისზე იქნება ორიენტირებული. კომპეტენტური სპეციალისტები კი თავმოყრილი იქნება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებსა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, რომელიც ხმალაძის თქმით, დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არ არის.

 

„მერიის ხელმძღვანელობაში მოსვლისთანავე 19 კომისია და საბჭო გავაუქმეთ. მათ შორის - ზონალური საბჭო, რომლის შესახებაც ისმოდა კითხვები, თუ ვინ შეასრულებდა მის ფუნქციას. სინამდვილეში, საბჭო რეკომენდაციებს წერდა, გადაწყვეტილებებს კი თბილისის მთავრობა და შემდეგში, საკრებულო იღებდა. ჩვენი სტილი ასეთია - გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის სრული შეგნებით მივიღოთ და არა მისი კოლეგიურ სტრუქტურებზე გადამისამართებით ან გადანაწილებით.

 

მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მომსახურებას ახორციელებენ, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოიყრის თავს. ამ სააგენტოს მიზანი მაღალი სტანდარტის მუნიციპალური სერვისების დამკვიდრებაა. თითოეული პერსონალი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეს, ან იურიდიულ პირს ემსახურება, მომსახურებას არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით გასწევს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner