„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორ გინდა სერიოზულად აღიქვა საზოგადოებრივი აზრი და შესაბამისად საზოგადოება, რომელიც ზუსტად ისეთივე სიმძაფრით, უკიდურესობამდე აღგზნებული აღიქვამს და განიცდის ტერორისტული საფრთხის სავარაუდო საშიშროებას, როგორც საახალწლო საღამოს ფოლკლორულ შოუს ქორეოგრაფიას?" - წერს ქურდაძე.