logo_geo
eng_logo
როგორ გარდაიცვალა პრინცი?
- +

23 აპრილი. 2016. 12:43



პრინცის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, პარასკევს დაიწყო მუშაობა მისი გარდაცვალების მიზეზებზე. გაკვეთა პარასკევს, მინესოტაში, რეიმსიში, მიდვესთის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში ჩატარდა. აუტოფსია დილის 9 საათზე დაიწყო და ოთხ საათს გაგრძელდა. ქარვერის ოლქის შერიფის ჯიმ ოლსონის განცხადებით, გარდაცვლილის სხეულზე ტრავმის აშკარა ნიშნები არ იკვეთება, არც იმის ვარაუდი არსებობს, რომ პრინცმა თავი მოიკლა. პასუხებს სავარაუდოდ, დღეები და კვირები დასჭირდება და ექსპერტიზა არ გასცემს ინფორმაციას, სანამ იგი არ დასრულდება და ყველა შედეგი არ იქნება მიღებული.



პრინცი, რომლის სრული სახელი იყო პრინც როჯერ ნელსონი, ხუთშაბათს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თავის სახლში და ხმის ჩამწერ სტუდია ფეისლი პარკში, მინესოტაში, ჩენჰესენში უსულო მდგომარეობაში იპოვეს ლიფტში. სამედიცინო დახმარების ექიმები ცდილობდნენ რეანიმაციული დახმარების გაწევას, მაგრამ ამაოდ. დილის 10:07 საათზე, იგი გარდაცვლილად გამოცხადდა. პრინცის ცხედარი პარასკევს სახლში გადაასვენეს.



პრინცი ბოლოს ცოცხალი ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე ნახეს, როდესაც იგი მისმა პერსონალმა ფეისლი პარკში მიიყვანა, - განაცხადა შერიფმა. ის შენობაში მარტო იყო, როდესაც იპოვეს, რაც, ოლსონის თქმით, არ არის უჩვეულო, იმის გათვალისწინებით, რომ პრინცი ჩაკეტილი ადამიანი იყო და უყვარდა მარტოობა. მისმა პერსონალმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლო და ხუთშაბათს დილით ისინი ფეისლი პარკში წავიდნენ, რათა შეემოწმებინათ პრინცის მდგომარეობა. მათ პრინცი ლიფტში, ძირს დაცემული ნახეს. გაუგებარია, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა იქ პრინცი. ოლსონს არ უთქვამს, იყო თუ არა შენობაში სათვალთვალო კამერები.



ვინაიდან შუახნის მამაკაცის გარდაცვალება მოხდა მოწმის გარეშე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოვლენების განვითარება დამუშავდეს. ეს ნორმალური პროტოკოლური მსვლელობაა და არაფრით არ არის გამორჩეული იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ", - განაცხადა ოლსონმა.

 


მეორე დღეა პრინცის თაყვანისმცემლები Paisley Park­თან იკრიბებიან და პატივის მისაგებად ყვავილებს, ბუშტებს და წარწერებს ტოვებენ. ზოგი პრინცის მეწამულ ფერშია ჩაცმული. პრინცის პერსონალმა და ოჯახის წევრებმა პარასკევს საღამოს თაყვანისმცემლებს პიცა მიაწოდეს. „ჩვენ უბრალოდ გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა თქვენი მხარდაჭერისთვის", განუცხადა თაყვანისმცემლებს ერთ­ერთმა მათგანმა და მათ პიცის ყუთები დაურიგა. ბუშტებით და ყვავილებით არის მოფენილი მინეაპოლისის ცენტრიც, მთავარი ქუჩები და ის ღამის კლუბი, რომელიც ღირსშესანიშნავი ადგილი გახდა მას შემდეგ, რაც პრინცმა ის 1984 წელს ფილმის - „მეწამული წვიმისთვის" გამოიყენა.



ბროდვეის მიუზიკლის „იისფერის" მსახიობებმა ხუთშაბათ საღამოს ემოციური პატივი მიაგეს პრინცს თავიანთი წარმოდგენის ბოლოს. მსახიობები ჯენიფერ ჰადსონი და სინტია ერივო ხმამაღლა მღეროდნენ „მეწამულ წვიმას", და ყველა თეატრში მათთან ერთად მღეროდა სიმღერის რეფრენს. სცენის კუთხეში ბროდვეის მიუზიკლში „Hamilton" პრინცის წვეულება ჰქონდათ მოწყობილი და წარმოდგენის წევრები და მსახიობები კოსტიუმებში, აუდიტორიის აპლოდისმენტების ფონზე მის 1984 წლის ჰიტზე, „მოდი, გავგიჟდეთ" ცეკვავდნენ.



ლონდონში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხოტბა შეასხა მუსიკის ლეგენდას და განაცხადა, რომ პარასკევს ის და მისი პერსონალი „მეწამულ წვიმას" უსმენდნენ, ბრიტანეთის პრემიერ­მინისტრთან შეხვედრამდე.



იგი თეთრ სახლ მოვიდა საგანგებოდ, შემოქმედებითად დატვირთული, ორიგინალური და ენერგიით სავსე იყო. ეს დიდი დანაკარგია", - განაცხადა მან.



ამერიკის კლასიკური ფილმების კინოთეატრებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ფილმი „მეწამული წვიმა" შეზღუდული კინოჩვენებით დაბრუნდება და ქვეყნის მასშტაბით 87­ჯერ იქნება ნაჩვენები 23­28 აპრილს. საკულტო კლასიკაში პრინცი მთავარ როლს თამაშობდა აპოლონია კოტეროსთან ერთად. ფილმმა პრინცს საუკეთესო საავტორო სიმღერისთვის „ოსკარი" მოუტანა.




წყარო - CNN


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner