„თუ ხელშესახებ შედეგებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ვიგულისხმებთ, მოსახლეობა შედეგებს თებერვლის ბოლოდან იგრძნობს, რადგან სტრუქტურული რეფორმა დაახლოებით, 22 თებერვალს დასრულდება და ამოქმედდება მერიის ახალი დებულება", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად", გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ როდის იგრძნობს თბილისის მოსახლეობა სტრუქტურული რეფორმის რეალურ შედეგებს.
„ჩვენ ახლაც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუმცა, პროცესი და ციკლი გვაქვს ცოტა რთული. განახლებული სტრუქტურა ძალაში 22 თებერვლიდან შევა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს. თებერვლის ბოლოდან მოხდება ასევე მოქალაქეთა მომსახურების ოფისების მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ცენტრალიზება. ნებისმიერი მოქალაქე, მდებარეობის მიუხედავად, ნებისმიერ გამგეობაში მივა თუ მერიაში, მაღალი სტანდარტის მომსახურებას ერთი სარკმლის პრინციპით მიიღებს", - განაცხადა ხმალაძემ.