თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს ცვლილებებს.
„თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა საუბრისას დაადასტურა, რომ სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური ამჟამად შვებულებაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.