logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: მიშას ზუსტად უსრულდება ის, რასაც ჩვენ გვიკეთებდა...
- +

16 იანვარი. 2018. 12:36



„მიშას ზუსტად უსრულდება ის, რასაც ჩვენ გვიკეთებდა. რაც ასწავლა მის მეგობარს, ის მიიღო უკან. დიდება უფალს!" - ამ კომენტარს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში ავრცელებს და აქვე შემდეგი სახის ინფორმაციას აზიარებს.


13 იანვარს კიევში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. თემურ ნიშნიანიძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება.


როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მას ეხმარებოდა, აპატიმრებენ შვიდი წლის წინანდელი „საქმის" გამო, მაშინ როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner