logo_geo
eng_logo
შსს-მ ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

16 იანვარი. 2018. 14:56


შსს-მ ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს,  ქ. ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი  დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაყვანილია პალატაში და  ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს.

 

გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner