logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილმა: სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული
- +

16 იანვარი. 2018. 14:58


შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე განცხადება გააკეთა:

 

„პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი  - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner