შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას აკეთებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა დროულად დადგინდეს ბრალდებული. დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე, ვისთანაც ჰქონდა ოჯახს კავშირი, გამოიკითხნენ მეზობლები და ახლობლები. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გენეტიკური კვლების ნიმუშების აღება, რაც გამოძიებას ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნაში. ასევე, ტარდება კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.