„ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი ჩართულობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ნაკლები იყოს", - განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს.
„დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს შიდა პროცესებში ჩარევას. ის რომ ჩარეულიყო, უკვე ყველაფერი დალაგებული იქნებოდა. მეორე არ მინახავს ისეთი დემოკრატი ადამიანი, როგორიც ივანიშვილია, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ათასგვარი მითი დადის და არაფრით არ ხდება ამ მითების განეიტრალება. ის ცდილობს, გზა მისცეს განვითარებასა და დამოუკიდებლობას", - აცხადებს გამზარდია.