logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბრალდებულ ნ.ლ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

16 იანვარი. 2018. 19:29

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.   


„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე ნ.ლ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში,  ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, ორლულიანი გადაჭრილი თოფიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, განახორციელა ორი გასროლა, ჯერ გ.კ.-ს, ხოლო შემდგომ რ.ზ.-ს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელისგან გ.კ.-მ გაქცევით შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ.ზ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო წელის არეში. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ნ.ლ. 2017 წლის 7 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner