კლუბ „ბასიანში" დაჭრილი დაცვის უფროსის, ზვიად მ.-ს მეუღლე - ქეთი სოცალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქ შეგიძლია ადამიანებიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ რომ შენ გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა. ეს ჩემი მეუღლეა რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს გადარჩა თუმცა პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და არაფერი არ მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალ დამცველების და მთავრობის თუმცა ეხლა ძაან დაუცველად ვგრძნობ თავს", - წერს ქეთი.