logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს
- +

23 აპრილი. 2016. 14:17



ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ IRI-ს კვლევაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს.



რაც შეეხება NDI-სა და IRI-, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიანნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები.

საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძვლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდომილების საშუალო მაჩვენებელი 2%- შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner