logo_geo
eng_logo
კიევში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
- +

17 იანვარი. 2018. 02:00



112.ua-ის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობაა. უმაღლეს რადასთან მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს, საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და რუსეთის დროშები დაწვეს.


სამართალდამცველებმა ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, მომიტინგეებმა კი პოლიციელებს ქვები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს და მათი მიმართულებით ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. შედეგად, ერთი პოლიციელი დაშავდა.


სამართალდამცველებმა ერთი აქტივისტი დააკავეს. ხელისუფლებამ სამთავრობო კვარტალში წესრიგის დასაცავად 3800 სამართალდამცველი შეიყვანა.


ამჟამად ვითარება ძალოვნების კონტროლს ექვემდებარება.


დღეს უკრაინის უმაღლესი რადა დონბასის რეინტეგრაციის კანონპროექტს განიხილავს, რომელსაც არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner