საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრება.
შეხვედრის დაწყებამდე „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მათ გუშინ დაუკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. მისივე თქმით, „აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნები უცვლელია და ისინი განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრი „აუდიტორია 115"-ის წევრებს მეორედ ხვდება. პრემიერი სტუდენტებს გასულ კვირას თსუ-ში შეხვდა.