logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: მსურს, რომ აშშ-ში მიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ
- +

17 იანვარი. 2018. 03:32



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ჩადიან მიგრანტები.

 

„მსურს, რომ აშშ-ში მიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


მანამდე ამერიკული მედია წერდა, რომ ტრამპმა ჰაიტისა და აფრიკულ ქვეყნებს „ჭუჭყიანი ქვეყნები" უწოდა და თქვა, რომ მიგრანტები აშშ-ს ნორვეგიის მსგავსი ქვეყნებიდან სჭირდება და არა აფრიკული სახელმწიფოებიდან.


„მე რასისტი არ ვარ", - ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა სიტყვებმა საერთაშორისო საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner