logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი - მისმა სისტემამ გირგვლიანი მოკლა!
- +

17 იანვარი. 2018. 04:13


 

„სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში... მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.


„რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

 

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო - პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავისი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში.

 

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში... მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner