logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე გაზეთ „რეზონანსთან“ ურთიერთობას წყვეტს
- +

23 აპრილი. 2016. 15:37



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთთან „რეზონანსთან" და მის ყოველკვირეულ დამატებასთან „მთელი კვირა" ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მანანა კობახიძის facebook-გვერდზე ვრცელდება. „რეპოტრიორი" კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ეს ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, მეტყველებს ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მათი საქმიანობის ხელშეუხებლობაზე, ჩაურევლობაზე ხელისუფლების მხრიდან. უფრო მეტიც, გასაკვირია ამ მონაცემებით საქართველო რატომ ვერ მოხვდა თუნდაც პირველ ადგილზე, რადგან დღეს პრესის და ზოგადად მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი (პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ) წერს ყველაფერს, ხშირად ცილისმწამებლურ, დაუზუსტებელ, გადაუმოწმებელ და, სამწუხაროდ, საკუთარი ინტერპრეტაციით ისეთ სტატიებს თუ ინტერვიუებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არც კანონი და არც მორალი ზღუდავთ. ბოლო ასეთი შემთხვევა, სულ რამდენიმე დღის წინ ჩემსა და გაზეთ „რეზონანსის" ჟურნალისტს შორის მოხდა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის საგაზაფხულო სესიისთვის მზადების პროცესში, მიუხედავად დროის სიმცირისა, ჟურნალისტს თავად სატელეფონო ზარით ვუპასუხე მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე, დროის უქონლობის მიუხედავად და როგორც ყოველთვის თავი ვალდებულად ჩავთვალე, მოკლე კომენტარი მიმეცა მის დაჟინებულ კითხვებზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არასოდეს ამირიდებია თავი კომენტარისთვის და ხშირად პირადად ვპასუხობ ჟურნალისტებს. განა ბევრი პოლიტიკოსი იქცევა ასე?! ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „მთელი კვირისთვის" მომზადდა, გამოიცა არათუ დამახინჯებული, არამედ არასწორი ინტერპრეტაციით და მოგონილი სათაურით. გამოტანილია ფრაზა, რომელიც მე არ მეკუთვნის. მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სათაური - „ოცნების" სიას სამი კაცი ადგენს - ჩემი ნათქვამია.

 

რაც შემდეგ, გაზეთზე დაყრდნობით, სიტყვა-სიტყვით შემდეგ გააზიარა საინფორმაციო სააგენტომ „მარშალპრესი". რუბრიკის სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

სამწუხაროა, მედიასაშუალება, რომელიც თავს კომპეტენტურად და კვალიფიციურად მიიჩნევს, დღეს არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, მიმართავს არაეთიკურ გზებს და აყენებს შეურაცხყოფას როგორც მოსახლეობას, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. მიჩნდება ეჭვი, რომ სურთ, შექმნან უარყოფითი განწყობა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიმართ და მოგონილი ციტატით შეურაცხყოფა მიაყენონ გუნდის წევრებს. დღეს ჟურნალისტურ თავისუფლებაზე და სტანდარტებზე ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და ტირაჟირებით, კონკრეტული მედიასაშუალებები დიდი ზიანს აყენებენ ცალკეულ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს. ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება მედიისგან იმსახურებს ზუსტ და სწორ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ მივმართავ გაზეთს „მთელი კვირა", საჯაროდ მოიხადოს ბოდიში არაზუსტი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტ ყველანაირ თანამშრომლობას ამ მედიასაშუალებასთან. სამწუხაროა, რომ გაზეთი, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს მაღალი სტანდარტების მქონე, ობიექტური და სერიოზული, ჩაეწერა იმ გამოცემების ნუსხაში, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ მკითხველებს, მოქალაქეებს, რადგან არ იცავენ ყველაზე მთავარ ჟურნალისტურ სტანდარტს - მიაწოდოს მოსახლეობას სიმართლე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner