logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: რასელი შეცდომაში შეიყვანეს - „ფოტოფაქტიც აქვეა“
- +

23 აპრილი. 2016. 15:38



კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს მისი კერძო მოსაზრებაა და არა ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების. კვაჭანტირაძე რასელის განცხადებას მიზანმიმართულს უწოდებს და ე.წ. ფოტოფაქტად რასელისა და შალვა ნათელაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს:

 

„კონგრესმენმა სტივ რასელმა გააჟღერა თავისი კერძო მოსაზრებები, რომელიც ცხადია, არ წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას და მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება მას. მის მიერ გაკეთებული სრულიად აბსურდული განცხადებები, ცხადია, ზეგავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები გააგრძელებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასელი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლობისტურმა კომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს, რამაც განაპირობა მისი მხრიდან ამ სრულიად არარეალური, აბსურდული განცხადებების გაკეთება. ამ განცხადებაში პირდაპირი ტექსტით არის გადატანილი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოგონილი ბრალდებები და მათი გაჟღერება. ფოტოფაქტიც აქვეა. აქ მთავარი მაინც ისაა, რომ რასელის ეს აბსურდული კომენტარი მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ იყო დაგეგმილი, რადგან ოპონენტებმა ზუსტად იციან, კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში იქნება წარმატებული და მსგავსი უსუსური გამოხტომებით სურთ, როგორმე მცირედით მაინც დააკნინონ ის პოზიტიური მოლოდინები, რაც პრემიერის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არსებობს", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner