საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბნის განაპირას, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრი 17 წლის ლაშა თვაური გაიტაცეს.
თვაური თანასოფლელებთან ერთად სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. დაკავებულის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.