logo_geo
eng_logo
ისტორიული გერმანული ეკლესია ქვანახშირის მაღაროს გასაფართოებლად დაანგრიეს
- +

17 იანვარი. 2018. 16:51



გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქალაქების, კიოლნისა და დიუსელდორფის მახლობლად მდებარე სოფლის კათედრალი გიგანტური მაღაროს ინტერესების გამო დაანგრიეს. Immerather Dom-ის სახელით ცნობილი ეკლესია, ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ნანგრევებად იქცა.


კომპანია RWE ყავისფერი ქვანახშირის რეგიონულ მომარაგებაზე წვდომის გაფართოებას ცდილობს. სხვა სახეობებთან შედარებით, ყავისფერი ქვანახშირზე წვდომა უფრო იაფი და მარტივია, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წიაღისეულ საწვავადაა აღიარებული. ეს ნიშნავს, რომ იმერატის ქვეშ არსებული ქვანახშირი მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მილიარდობით ტონა ნახშირბადის გამოყოფის მიზეზი გახდება.


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მსოფლიო მასშტაბით კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. თუმცა, ენერგიის მისაღებად გერმანია კვლავ დიდი მასშტაბითაა დამოკიდებული ქვანახშირის წვაზე. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვანახშირზე დამოკიდებულების სწრაფი ტემპით შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს და სამუშაო ადგილებს შეამცირებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner