„ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე წარადგინა.
ნონა ტუნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად, იყო დაბა ნასაკირალში ადგილობრივი საკრებულოს წევრი.
კანდიდატის წარდგენას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.