logo_geo
eng_logo
რომის პაპს ჩილეში პირსახოცი სახეში ესროლეს
- +

17 იანვარი. 2018. 21:10



ჩილეში მესის დაწყებამდე რომის პაპ ფრანცისკეს ნაჭერი ესროლეს. მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში პაპი ფრანცისკე „პაპომობილით" გადაადგილდებოდა და მოსახლეობას ესალმებოდა, როდესაც სავარაუდოდ, პირსახოცი ესროლეს. პონტიფიკოსს საგანი სახეში მოხვდა, თუმცა არ შეუმჩნევია.


პაპის ვიზიტის დროს ჩილეში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა და ეკლესიებზე თავდასხმა მოხდა.


ბევრი ადგილობრივი კათოლიკე რომის პაპზე ჯერ კიდევ გაბრაზებულია სექსუალური ძალადობის სკანდალში გახვეული სასულიერო პირის ეპისკოპოსად დანიშვნის გამო.


გარდა ამისა, აქციები გამართეს აბორტის მომხრე აქტივისტებმაც. სამხრეთის ქალაქ კონცეფციონში 30-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება პაპს ქვეყნის ნამდვილ მდგომარეობას არ აჩვენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner