logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, სასამართლო სისტემა მზად არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესისთვის
- +

22 თებერვალი. 2016. 11:54



თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, ხვალ საზეიმოდ, ბულაჩაურის ქუჩაზე გაიხსნება.


დღევანდელი სხდომის დაწყებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ საზეიმო გახსნა 12:00 საათზე გაიმართება. გვენეტაძე განმარტავს, რომ სასამართლო სისტემა მზად არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესისთვის.


ნინო გვენეტაძემ დასძინა, რომ პროკურატურის მიერ შემოტანილი რეკომენდაციები ატვირთულია შიდა ქსელში, ინტერნეტში და ეს რეკომენდაციები თანხვედრაშია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner