მომღერალმა ეროს რამაზოტიმ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში გამართულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინცს მიუძღვნის.
„ეს დღე მინდა მივუძღვნა მაესტრო პრინცის ხსოვნას. გული მწყდება, რომ ასე ადრე წავიდა ამქვეყნიდან, მან ძალიან ბევრი გააკეთა მუსიკისთვის. რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ საღამოს, დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის, რომელიც მე აქ მომიძღვნეს. დიდი პატივია, რომ ამ ფესტივალს, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი, მე ვხსნი. ამას შემდეგ სხვა მომღერლები გააგრძელებენ. იმედი მაქვს, კარგ ბიძგს მივცემ იმ სურვილს, რაც არის ამ ქვეყანაში. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიტვირთო ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩავდივარ და მაქსიმალური მივიტანო მაყურებლამდე, რაც კი შემიძლია.
რა თქმა უნდა, ვმღერი ჩემს ენაზე, არ ვმღერი ინგლისურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაყურებლის გულამდე მივალ", - განაცხადა ეროს რამაზოტიმ.