logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა
- +

18 იანვარი. 2018. 11:16



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში  შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი,  დიდი ოდენობით შემოსავლის/მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   - სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა"),  ტოტალიზატორის და ბინგოს    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.

 

აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  390 000 ლარი შეადგინა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner