logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობაზე საჭიროებისამებრ ნაწილდება
- +

23 აპრილი. 2016. 16:05


 

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით „რუსთავი-2"-ის ეთერში საუბრობს. როგორც ხუნდაძე განმარტავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობაზე საჭიროებისამებრ ნაწილდება.


„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოსავლებისა და შეძლების მიუხედავად თანაბრად ნაწილდება. სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, მასწავლებლები და სტუდენტები განსხვავებულ მომსახურებას იღებენ. ასევე, მაღალი შემოსავლების მქონე პირები - ეს არის მოსახლეობის დაახლოებით 15-17%. ის, რომ მოსახლეობის 15% არ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ეს არის სწორედ ის ფენა, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები იმისთვის, რომ დააფინანსონ საკუთარი სერვისები", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.


აქვე დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს მედიკამენტების ფასების შემცირებაზე და ამბობს, რომ სხვადასხვა სახის მომსახურების შემთხვევაში მოსახლეობას სრულად ეძლევა მედიკამენტები.


„რაც შეეხება მედიკამენტებს, მართალია გაძვირდა, მაგრამ ბოლო დროს შეინიშნება პირველადი მოხმარების დაახლოებით 200 მედიკამენტზე ფასების შემცირება. სტაციონარული მომსახურების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების, სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში სრულად ეძლევა მოსახლეობას მედიკამენტები. „ჰერცეპტინი" - ონკოლოგიური პრეპარატი, რომელიც ძალიან საჭირო და ძვირი პრეპარატია,  ეძლევათ მოქალაქეებს. ასევე „ჰარმონი" - რომელიც არის C ჰეპატიტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი მედიკამენტი.

 

ბოლო დღეებში 940 მილიონის ღირებულების მედიკამენტების განბაჟება მოხდა ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის სწორედ საზოგადოების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ნუ ცდილობთ, რომ ამხელა პოზიტივი ჩააქროთ", - ამბობს ხუნდაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner