logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: კონგრესმენი რასელი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს
- +

23 აპრილი. 2016. 16:07



კონგრესმენი რასელი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს", - აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კობახიძის თქმით, სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში კერძო აზრები გააჟღერა და ცხადია, ეს არ წარმოადგენს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას.


„კონგრესმენმა სტივ რასელმა გააჟღერა თავისი კერძო მოსაზრებები, რომელიც, ცხადია, არ წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას და მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება მას. მის მიერ გაკეთებული სრულიად აბსურდული განცხადებები, ცხადია, ზეგავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები გააგრძელებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას.


შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასელი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლობისტურმა კომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს, რამაც განაპირობა მისი მხრიდან ამ სრულიად არარეალური, აბსურდული განცხადებების გაკეთება.

 

ამ განცხადებაში პირდაპირი ტექსტით არის გადატანილი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოგონილი ბრალდებები და მათი გაჟღერება მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ იყო დაგეგმილი, რადგან ოპონენტებმა ზუსტად იციან, კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში იქნება წარმატებული და მსგავსი უსუსური გამოხტომებით სურთ, როგორმე მცირედით მაინც დააკნინონ ის პოზიტიური მოლოდინები, რაც პრემიერის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არსებობს - აი, ასე ვაფასებთ კონგრესმენის ინდივიდუალურ განცხადებას", - წერს კობახიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner