logo_geo
eng_logo
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – გიორგი ვაშაძე პარტიას ტოვებს?
- +

23 აპრილი. 2016. 16:10


 

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში" უფრო მწვავდება. პარტიაში სიებთან დაკავშირებით უთანხმოება კი დაუსრულებელ ხასიათს იძენს", - ამის შესახებ  „მარშალპრესი" წერს და აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალებს" უკვე ათამდე წევრმა განუცხადა უარი საარჩევნო სიაში ყოფნაზე.

 

„რამდენიმე კვირის წინ დაპირისპირება მოხდა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ეკა ტყეშელაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ მაჭავარიანს შორის. როგორც ცნობილი გახდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკა ტყეშელაშვილი სიაში მასთან შეუთანხმებლად ჩასვა, რასაც მისი მხრიდან პროტესტი მოჰყვა", - წერს „მარშალპრესი".


„მარშალპრესის" ინფორმაციით, ეკა ტყეშელაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, რის შემდეგაც  მიხეილ მაჭავარიანსა და მას შორის კონფლიქტი მოხდა. კამათის დროს ტყეშელაშვილმა მაჭავარიანს უთხრა, რომ სხვა გეგმები აქვს და აღარ აპირებს არჩევნების დროს პარტიის სახედ დარჩენას. ამის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი ყოფილი პრემიერ-მინისტრებისგან - ლადო გურგენიძისა და გრიგოლ მგალობლიშვილისგან მიიღო. შემდეგ იყვნენ ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე და „ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე. არც მათ ისურვეს პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნა.


„მარშალპრესის" ინფორმაციით, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის რიგებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner