logo_geo
eng_logo
„არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე...“
- +

23 აპრილი. 2016. 16:12



მას ერთხელაც არ წამოსცდენია - გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, ლეონიძე წამოდგა და თქვა: - დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცამ დაიძახა: - უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირიო. მას გასცინებია: მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ - ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კი, იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო. არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე - ისინი სულიერი მეგობრები იყვნენ.



ტექსტი მომზადდა ლევან ჯავახიშვილის საგაზეთო სტატიის „დრონი" მიხედვით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner