logo_geo
eng_logo
შსს: ალექსანდრე კვახაძეზე მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან
- +

18 იანვარი. 2018. 22:30



შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეს დღეს თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედები მისგან კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner